ეკა ბესელია - ანრი ოხანაშვილი გაერკვა პარლამენტის ლაბირინთებში? - პატარა კაცუნებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ

ანრი ოხანაშვილმა საერთოდ იცის, რა არის მომსახურების ზონა, გაერკვა პარლამენტის ლაბირინთებში და ზოგადად პოლიტიკაში? - ასე პასუხობს დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებას, რომ „ეკა ბესელია მომსახურების ზონიდან გამოვიდა“.

„პატარა კაცუნებზე ნუ გამაკეთებინებთ კომენტარს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

ოხანაშვილის თქმით, ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი ოთახი ჰგონია.

„საერთო სასამართლოების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების ავტორი არის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი, ბესელიას კაბინეტი წარმოდგენილი აქვს ოთახად, ამიტომ აქ ვამთავრებ მასთან პასუხების გაცემას“, - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს