“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავენ

“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანებას გეგმავენ.

როგორც ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, გრძელვადიანი თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ორ პარტიას შორის დასრულებულია.

მისივე განმარტებით, „ევროპული საქართველოსთვის“ „თავისუფალი დემოკრატები“ ღირებულებით ყველაზე ახლოდ მდგომი პარტიაა.

„არც დაგიმალავთ, ჩვენს გრძელვადიან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დავასრულეთ. საზოგადოების წინაშე სულ მალე წარვსდებით“, - განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ეს იქნება პირველი განაცხადი იმისა, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური წარსულიდან მოდიან, წარსულში მკვეთრად იყვნენ დაპირისპირებულები, სამომავლოდ ერთიანდებიან იმისთვის, რომ შეიქმნას ხელისუფლების ალტერნატივა.

„თუ ასე მოხდა, ეს ძალიან კარგი იქნება პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებისთვის. ეს ძალიან კარგი იქნება, იმიტომ, რომ ვფიქრობ, „ქართული ოცნების“ მმართველობის შვიდი წლის თავზე ჩვენ ჩამოყალიბებული ამ დისკურსიდან უნდა გავიდეთ. რა დისკურსია აქამდე?! „ნაც-ქოცური“ ხომ?! ეს უკვე პოლიტიკურ ტერმინად ჩამოყალიბდა... მე, ვთვლი, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი კონფიგურაცია და საზოგადოების წინაშე ისე უნდა წარვდგეთ, რომ ყველა მხრიდან საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. მარტივად, რომ ვთქვათ, მდინარის სხვადასხვა ნაპირზე მყოფი, სხვადასხვა პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე, მათ შორის შესაძლოა, დაპირისპირებული, მაგრამ საერთო ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები უნდა გაერთიანდნენ.

ეს წარსული „ნაციონალური მოძრაობიდან“ მოდის, თუ „ქართული ოცნების“ კოალიციიდან, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ანუ „არა“ კი არ უნდა იყოს საფუძველი, „კი“ უნდა იყოს. იქიდანაც და აქიდანაც კარგი უნდა წამოვიდეს, ფულის გარშემო კი არ გაერთიანდეს, არამედ ღირებულების. ამ თვალსაზრისით ჩვენთვის, „ევროპული საქართველოსთვის“ „თავისუფალი დემოკრატები“ ღირებულებით ყველაზე ახლო პარტიაა“, - განაცხადა უგულავამ.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად მიმდინარეობს თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები სხვა პოლიტიკოსებთან, მათ შორის დავით უსუფაშვილთან, უგულავას თქმის, ეს პროცესია, რომელიც გრძელდება.

"ეს პროცესია. ასე მარტივი არ არის. როგორც ამბობენ, ყველა დიდი გასეირნება პირველი ნაბიჯიდან იწყება და ჩვენ ამას დავიწყებთ", - აღნიშნა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა