ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობას - გამზადებულ კანონპროექტს გაძლევენ და ამას აკეთებს სწორედ „კლანი“

თქვენ დიდი ხანია გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ და არა იმიტომ, რომ ასე თვლით, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა „კლანს“, ჩინჩალაძეს. თქვენ არ ხართ ის პირი, რომელმაც შეიძლება გადაწყვეტილება მიიღოს, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს პარლამენტის სესიაზე.

ხათუნა გოგორიშვილმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება 45 კანდიდატის შერჩევის შემდეგ უნდა შეწყდეს და პროცესი პარლამენტში გაგრძელდეს.

„როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეარჩევს 45 კანდიდატს, აქ უნდა დასრულდეს მათი უფლებამოსილება და შემდეგ პროცესი გადმოვიდეს პარლამენტში და პარლამენტის უმრავლესობამ 45-დან შეარჩიოს 18. ეს იყო ის, რაც მე გუშინაც შემოგთავზეთ და მივიღე პასუხი, რომ ეს არ არის კონსტიტუციასთან შესაბამისი. მინდა წაგიკითხოთ ყველას, რა წერია კონსტიტუციაში. ეს არის კონსტიტუციის 61-ე მუხლის მეორე პუნქტი, სადაც წერია, რომ მასში შედის 28 მოსამართლე, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი წესით ნიშნავს პარლამენტი. კონსტიტუციაში წერია, რომ უნდა იყოს უმაღლესი საბჭოს წარდგინება და როგორ იქნება არჩევა ეს უნდა დაადგინოს იმ კანონმა, რომელზეც ახალ ვსაუბრობთ. თქვენ დიდი ხანია გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ და არა იმიტომ, რომ ასე თვლით, არამედ იმიტომ, რომ ასე უნდა „კლანს“, ჩინჩალაძეს. მან უკვე დაალაგა ყველაფერი. თქვენ ვერაფერს შეგაცვლევინებთ ერთი მარტივი მიზეზის გამო, თქვენ არ ხართ ის პირი, რომელმაც შეიძლება, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. გამზადებულ კანონპროექტს გაძლევენ და ამას გაძლევთ სწორედ ის „კლანი“, რომელიც არავის მოსწონს საქართველოში“,- განაცხადა გოგორიშვილმა.

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმარავლესობის პროექტის განხილვით განახლდა.

ირაკლი კობახიძისა და უმრავლესობის ექვსი დეპუტატის მიერ ინიცირებული “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა. კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა მოამზადა, ხოლო ინიციატორები არიან: ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, დავით მათიკაშვილი და გურამ მაჭარაშვილი.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს