მამუკა მდინარაძე - ჩვენი გუნდის ერთი-ორი ყოფილი წევრი კადრულობს იმას, რაც „ნაცმოძრაობის“  წარმომადგენლებსაც კი არ უკადრებიათ

სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი კოლეგები, ჩვენი გუნდის ერთი-ორი ყოფილი წევრი იმას კადრულობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი, წარმოიდგინეთ, არ უკადრებიათ, - ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„კოლეგებო, უნდა გადავწყვიტოთ, რას დავუჭიროთ მხარი: იმ ტყუილს, რომელიც ორ ვერსიაში არის წარმოდგენილი, თუ იმას, რასაც მოწინააღმდეგეები თავადვე ითხოვდნენ და რაც დღეს სახეზეა და წარმოდგენილია?! სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენი კოლეგები, ჩვენი გუნდის ერთი-ორი ყოფილი წევრი, იმას კადრულობს, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსაც კი, წარმოიდგინეთ, არ უკადრებიათ და მინდა მაგალითისთვისაც განვმარტო, რაც არ უნდა ირონიულად გამოვიდეს ჩემი გამოსვლა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი არის პირთა ჯგუფი, რომელიც შედგება ადმინისტრაციული ფუნქციის განმახორციელებელი ადამიანებისგან და პარლამენტის მრჩევლებისგან და არა ოთახი და არა ოფისი, რთულია“?!- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა ეკა ბესელიას ფრაზას, რომელმაც აღნიშნა, რომ ხუთკაციანი ჯგუფი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად კანონპროექტზე მუშაობდა, „ძალიან სიმბოლურია“.

„როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ ხუთი ციფრი - დიახ, ციფრი ხუთი არის სიმბოლური. დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური შეიძლება იყოს თემა, რატომ არის ამ საქმეში ციფრი ხუთი. ეს ძალიან ნიშანდობლივია და შემთხვევით არ ვამბობ ამას. ძალიან ვთხოვ ყველას, ცრუ ბრალდებებისგან შეიკავოს თავი და ვილაპარაკოთ სიმართლეზე, კანონპროექტებზე, რომლებმაც რეალურად სასამართლოს დამოუკიდებლობა უნდა მოიტანოს და არა სუბიექტურ ინტერესებზე ვინმეს ან რომელიმე ჯგუფის,“ - დასძინა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს