ირაკლი კობახიძე - „კლანი“ თუ რეალურად არის სადმე, ეს „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი „კლანია“

„კლანი“ თუ რეალურად არის სადმე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი „კლანი“ და მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კლანები“ წინა ხელისუფლების დროს იყო და ამ კონტექსტში მან საკონსტიტუციო სასამართლო და მისი ყოფილი თავმჯდომარე გაიხსენა.

„ტერმინი „კლანი“ ძალიან ხშირად გვესმის. პოლიტიკური შეტევა, შტურმია სასამართლოზე. თავის დროზე, გახსოვთ, როცა ნამდვილი „კლანი“ იყო ჩამოყალიბებული საკონსტიტუციო სასამართლოში. გიორგი პაპუაშვილი იყო „კლანის“ ხელმძღვანელი, რომელსაც ჰყავდა სამი ერთგული მოსამართლე ერთ-ერთ კოლეგიაში და ყველა საქმეს აწერდა ამ კოლეგიას, რაც პოლიტიკურად სენსიტიური იყო. „კლანი“ თუ რეალურად არის სადმე, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნარჩენი კლანები და მათ დასაცავად ყოველთვის დგანან ზუსტად ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს უტევენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. ჩვენი მიზანი არის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მიღწევას, რაც არის 2012 წლიდან. დასტურდება, რომ სისტემა არის გაჯანსაღებული. ამის დასტურია ის, რომ 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის სტრასბურგის სასამართლოში“,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს, პარლამენტის პლენარული სხდომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმარავლესობის პროექტის განხილვით განახლდა.

განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს