ნინო ლომჯარია - პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კრიტერიუმებისა და პროცედურების გაწერას არ უნდა ჰქონდეს მხოლოდ ფორმალური ხასიათი. მისი თქმით, მას უნდა შეეძლოს არსებითად შეცვალოს გადაწყვეტილებების მიღების ის პრაქტიკა, რასაც ადგილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფარგლებში და უზრუნველყოს სამართლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, პროცედურები და კრიტერიუმები გამოყენებული იქნება ფორმალური კანონიერების ხაზგასასმელად.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს შემდეგი არსებითი საკითხები: კრიტერიუმები; კენჭისყრის ფარულობა, ასევე პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს კენჭისყრის ღიაობის ვალდებულება საკანონმდებლო დონეზე; გარდა ამისა შეიცვალოს ინტერესთა კონფლიქტთან; ხმათა რაოდენობასა და კანდიდატთა რაოდენობასთან დაკავშირებული საკითხები.

"ამ გამოწვევების საპასუხოდ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის მიღება იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს პროცესი, გაიზარდოს ნდობა იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებების მიმართ. სახალხო დამცველს მოსაზრებები აქვს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ამ მოსაზრებებს წარვუდგენთ ვენეციის კომისიას, რომელსაც უკვე აღნიშნული კანონპროექტი გადაეგზავნა. იმედი მაქვს, ვენეციის კომისია გაითვალისწინებს ამ მოსაზრებებს. თუმცა, დამატებით, მე, როგორც სახალხო დამცველი, როგორც ადგილობრივი ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტი, გამოვიყენებ ჩემს უფლებამოსილებას და მივმართავ ეუთოს, რომელსაც აქვს უფლებამოსილება, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე მოამზადოს დასკვნა და მოსაზრება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც ასევე შეეხება მართლმსაჯულების საკითხებს, შეისწავლოს კანონპრპექტი და მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და სახელმწიფოს მიერ ნაკისრ ვალდებულებთან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეუთოს ჩართვა ამ საკითხებში დამატებით ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ოროვე ორგანიზაციასთან და მათი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ გათვალისწინებული იყოს ქვეყნის კონტექსტი. ჩვენ გვაქვს ექსტრაორდინალური ვითარება და შესაბამისად, გამოსავალიც დროულადაა სანახავი", - განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის თქმით, მნიშვნელოვანი იქნებოდა პარლამენტი დალოდებოდა ვენეციის კომისიის პასუხს, ვიდრე კანონპროექტის განხილვას დაიწყებდა.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა