ომბუდსმენი - ექსპერტების დასკვნით, დეკანოზ მამალაძეს საჭირო სამედიცინო დახმარება არ უტარდება - საჭიროა, მისი გადაყვანა სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეისწავლეს მსჯავრდებული სასულიერო პირის გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთა დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ მამა გიორგის სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ უტარდება.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დასკვნის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მამალაძის მდგომარეობა ექსპერტების მიერ შეფასებულია როგორც რთული და პრობლემები უფრო ნევროლოგიური მიმართულებითაა დადგენილი. მისი თქმით, ის თერაპია, მათ შორის ფსიქოთერაპია, რაც პაციენტს ესაჭიროება, ექსპერტი ამბობს, რომ არ უტარდება.

„სახალხო დამცველთან არსებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში ჩავრთეთ დამოუკიდებელი სამედიცინო ექსპერტები. ამ ადამიანებმა შეისწავლეს როგორც სამედიცინო დოკუმენტები, ასევე ადგილზე მოინახულეს მამალაძე, როგორ უტარდება მას მკურნალობა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექსპერტებმა გასცეს და დასკვნა და ამ დასკვნის საფუძველზე მათ განაცხადეს, რომ ადგილზე, ანუ მე-18 დაწესებულებაში არ უტარდება ის სამედიცინო დახმარება, რაც სჭირდება, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველმა რეკომენდაცია გასცა, რომ ის გადაყვანილი იყოს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში. ჩვენ, ეს დასკვნა დაახლოებით ერთი კვირის წინ გადავეცით სასჯელაღსრულების უწყებას. ასევე გადავეცით თავად მამალაძეს და მის ადვოკატებს. მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ეს არის პერსონალური მონაცემები. თუმცა, თუ იქნება ადვოკატების ან თავად მამალაძის სურვილი, რომ გაასაჯაროვოს ეს დასკვნა, ცხადია, მათ გასაჯაროვება შეუძლიათ", - განაცხადა ლომჯარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს