სახალხო დამცველის შეფასებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პრობლემური და დისკრიმინაციულია უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი, რომლის მიხედვით, სასულიერო პირები, გარდა მართლმადიდებლებისა, სამხედრო სამსახურის გადავადებით ვეღარ ისარგებლებენ.

როგორც ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის ჩაერთოს შესაბამის დისკუსიებში და წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები.

„ნამდვილად მიმაჩნია, რომ კანონპროექტის ეს ვერსია პრობლემურია და ქმნის დისკრიმინაციულ გარემოს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების ღვთისმსახურების მიმართ. მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო პერიოდში განვითარებული აქვს პრაქტიკა, სადაც მან მთელ რიგ შემთხვევებში რელიგიური ორგანიზაციების მიმართ დისკრიმინაცია დაადგინა, როდესაც კანონმდებლობა განსხვავებულ რეგულაციებს აწესებდა სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების მიმართ.

ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი თუ ასე დარჩება, რა თქმა უნდა საკონსტიტუციო სასამართლოში ძალიან დიდი ალბათობით შესაძლებელია, დადგეს მისი არაკონსტიტუციურობის საკითხი. მოვისმინე ავტორის განმარტება. როგორც ჩანს ისიც აღიარებს, რომ კანონმდებლობა ხარვეზიანია“, განაცხადა ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ინიციატივა მოამზადა. პროექტით კანონის ის ნორმა უქმდება, რომლის მიხედვით, პირები, რომლებიც არიან მღვდელთმსახურები ან სასულიერო სასწავლებელში სწავლობენ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ.

როგორც ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, აღნიშნული ინიციატივა მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე არ გავრცელდება, რადგან მათთან დაკავშირებით კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს. მისივე თქმით, პირები, რომლებიც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შესაბამისად უარს განაცხადებენ მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, აქვთ კანონიერი უფლება და ვალდებულება სამხედრო სავალდებულო სამსახურის ნაცვლად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარონ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო