ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე - თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ

თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ, - ასე უპასუხა სასამართლო სხდომაზე ჭიდაობის ფედერაციის ბრალდებულმა პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მოსამართლის კითხვას, სცნობდა თუ არა ის თავს წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილისა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ, გეგა გეგეშიძის დაპირისპირების საქმეზე, რომელშიც გეგეშიძე ბრალდებულია, პროცესი მიმდინარეობს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე გეგა გეგეშიძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა