დღეის მდგომარეობით, სხვადასხვა მოთხოვნით 13 პატიმარი შიმშილობს

დღეის მდგომარეობით, 13 პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა მოთხოვნით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში, პლენარულ სესიაზე განაცხადა.

თეა წულუკიანმა საპატიმრო დაწესებულებებში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რიცხობრივი მონაცემებიც წარადგინა. მისი თქმით, ბრალდებულთა რიცხვი გაზრდილია.

„დღეის მდგომარეობით, 13 პატიმარი შიმშილობს სხვადასხვა მოთხოვნებით. 1-ლი აგვისტოს მონაცემებით, როდესაც ჩვენ გავერთიანდით 9986 პატიმარი იყო სისტემაში. აქედან 8343 იხდიდა საჯელს, ხოლო 1643 ბრალდებული იყო. გუშინდელი მდგომარეობით, ჩვენ სისტემაში გვყავს 9870 თავისუფლება აღკეთილი პირი და აქედან მსჯავრდებული არის - 7933 . ბრალდებულთა რიცხვი არის ბევრად გაზრდილი -1937, თუმცა მთლიანობაში პატიმართა რიცხვის ზრდა არ ფიქსირდება. ამაზე ინფორმაციები იყო გავრცელებული და ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ზრდა გვაქვს ბრალდებულების ნაწილში და ღიად გეტყვით, რომ ეს უკავშირდება იმას, სამართალდამცველი სტრუქტურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული დანაშაულთან ბრძოლაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო