სალომე სამადაშვილი წულუკიანს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პერსონალურად ხართ მოხსენებული, როგორც ადამიანი, რომელმაც საპროკურორო სისტემის მიმართ ნდობა დაანგრია

ძალიან წარმატებულად კი თვლით თავს ქალბატონო თეა, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პერსონალურად ხართ მოხსენებული, როგორც ადამიანი, რომელმაც დაანგრია ქვეყანაში ყველანაირი ნდობა პროკურორის და საპროკურორო სისტემის მიმართ, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში იმყოფება.

„კონსტიტუცია რომ შეიცვალა, საერთოდ განიხილავთ თუ არა, რომ ახალი პროცედურები იქნას გამოყენებული და ამ ქვეყანაში, ერთხელ მაინც გვეღირსოს პროკურორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა ექნება და არა მხოლოდ თქვენი ქალბატონო თეა“, - მიმართა სალომე სამადაშვილმა წულუკიანს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს