ზურაბ დათუნაშვილი - სიცრუეა გეგა გეგეშიძის ადვოკატის განცხადება, რომ შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული მქონდა

სიცრუეა გეგა გეგეშიძის ადვოკატის განცხადება, რამდენიმე თვის წინ ვიყავი ევროპის ბევრ ქვეყანაში და ჩამოვედი, - ასე გამოეხმაურა "ინტერპრესნიუსთან" მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძის ადვოკატის განცხადებას.

გეგეშიძის ადვოკატმა, მარინა ცუცქირიძემ დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დათუნაშვილი კონფლიქტური პიროვნებაა და რომ მას სპორტსმენებთან კონფლიქტი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსვლია. ადვოკატის განმარტებითვე, დათუნაშვილს შენგენის ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა აკრძალული ჰქონდა.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს