ოთარ კახიძე თეა წულუკიანს - როგორ აფასებთ თქვენს წარმატებად ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს? ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს?

როგორ აფასებთ თქვენს წარმატებად ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროს? - ხომ აქვს საზღვარი ცინიზმს, უტიფრობასა და ტყუილებს?! - ამ შეკითხვით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს “ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა.

ოთარ კახიძემ წულუკიანს მოუწოდა, უმრავლესობას უთხრას სიმართლე იმის შესახებ, რომ მას ყველა ორგანიზაციამ ბოიკოტი გამოუცხადა და შედეგად სამდივნოს ხელმძღვანელობა პრემიერ-მინისტრის აპარატს გადაეცა.

„თქვენ ისაუბრეთ, რომ თურმე წარმატებები გქონიათ ღია მმართველობის პარტნიორობის სფეროში. ახლა გახსნილი მაქვს ღია მმართველობის პარტნიორობის ვებ-გვერდი. ამ ვებ-გვერდზე გასული წლის ნოემბერში უკლებლივ ყველა არასამთვრობო ორგანიზაციას, ვინც ამ სფეროშია ჩართული, გაგზავნილი აქვს წერილი, სადაც ამ პროცესიდან თქვენს ჩამოცილებას ითხოვენ. თქვენს წინააღმდეგ გაილაშქრა ყველამ. საპასუხოდ გაგზავნილია თქვენი პასუხები, თუ როგორი “ნაციონალები“ არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანამშრომლები. საბოლოოდ ეს როგორ დასრულდა? შემთხვევით თქვენ ხომ არ ჩამოგართვეს სამდივნოს ხელმძღვანელობა და ხომ არ გადასცეს მთავრობის აპარატს?“ - მიმართა წულუკიანს ოთარ კახიძემ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა