ვახტანგ შაქარიშვილი - მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი - სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება!

ვერავის ვთხოვთ, ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც მოცემული კრიტერიუმებით, ერთი მხრივ, არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორე მხრივ კი კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ყოველდღიურად იკლებს ნდობა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვატო შაქარიშვილი ფეისბუქის“ საკუთარ გვედზე წერს.

აღნიშნულით შაქარიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

„სახუმაროდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე, მაგრამ მოდით ერთად ვნახოთ - რა შევუკვეთეთ (2012 წელს) და რა ჩამოვიდა?

პირველი მოსმენით მოწონებული (კობახიძის კაბინეტის) კანონპროექტით უზენაეს სასამართლოში მოსახვედრად აუცილებელი კრიტერიუმი,“ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზონდერობა აღმოჩნდა, აი, ვნახოთ - უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი შეიძლება იყოს მხოლოდ: მოქმედი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5-წლიანი გამოცდილება (მეთოფიშვილების დანიშნული); ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს 5 წლიანი გამოცდილება და მოსამართლეობის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არ არის გასული 10 წელი (ეს პერიოდი კი მოიცავს სააკაშვილის მმართველობას).

უზენაესის მოსამართლეები კვლავ თავისუფლად შეიძლება გახდნენ გვრიტიშვილი, ჩინჩალაძე, მიქაუტაძე და მეთოფიშვილი - პროექტის მიხედვით, საბჭოს წევრი შესაძლოა იყოს მოსამართლეობის კანდიდატი მხოლოდ ის კენჭისყრის დროს საკუთარ თავს ხმას ვერ მისცემს.

მეთოფიშვილების შერჩეულ კანდიდატებზე ინფორმაცია კონფიდენციალურია და მეთოფიშვილებსვე აქვთ ექსკლუზიური წვდომა - 34 (2) მუხლის მე -3, მე-4 ნაწილებით ყველა ინფორმაცია კონფიდენციალურად ცხადდება და მხოლოდ იუსტიციის საბჭოს წევრებს უნდა წარედგინოს. ამავე მუხლის მეათე ნაწილით დალუქული ინახება 3 წლის განმავლობაში.

ამ ყველაფრის ფონზე, ვერავის ვთხოვთ, ენდოს მოსამართლეებს, რომლებსაც მოცემული კრიტერიუმებით, ერთი მხრივ, არჩევს საყოველთაოდ დისკრედიტირებული იუსტიციის საბჭო, მეორე მხრივ კი, კენჭს უყრის უმრავლესობა, რომლის მიმართაც ყოველდღიურად იკლებს ნდობა.

P.S. რადგან დღეს, კიდევ ერთხელ შემოგვთავაზეს ლოგიკა ცუდების გაკარგებაზე, ამ თეზისის ავტორს კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ მოსამართლის ქცევას არ განსაზღვრავს სისტემა! მოსამართლის ქცევა ეფუძნება შინაგან რწმენას, მორალს, კეთილსინდისიერებას და კანონს!

მოსამართლის პროფესია, ყველა სხვა პროფესიასთან შედარებით ყველაზე ნაკლებად არის სისტემაზე დამოკიდებული და ყველაზე მეტად არის ინდივიდუალური.

მურუსიძე ყოველთვის მურუსიძე იქნება და მეთოფიშვილი ყოველთვის მეთოფიშვილი... სინდისი ან გაქვს ან არ გაქვს, ის არც ისწავლება, არც იშოვება!“ – აცხადებს შაქარიშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს