პროკურორებმა და ადვოკატებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს

ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურისა და ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებმა, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების თემაზე ერთობლივი დისტანციური სწავლება გაიარეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, მონაწილეებს კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში კრისტიან ურსემ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა გადასცეს.

„საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესზე ორიენტირებული პრაქტიკის განვითარებას და პროკურორთა პროფესიული სტანდარტის მუდმივ ამაღლებას. ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დისტანციური სწავლება მოიცავდა როგორც საერთაშორისო, ასევე ევროპულ სამართლებრივ ჩარჩოს და პრეცედენტულ სამართალს, რაც მიზნად ისახავს იურიდიული სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაზრდას იმისათვის, რომ უკეთ მოახდინონ ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისგან, სექსუალური ძალადობისგან და ძალადობის სხვა ფორმებისგან დაცვა და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვა საქართველოში.

თეორიულ მასალასთან ერთად, პროგრამა ითვალისწინებდა პრაქტიკული მაგალითებისა და კაზუსების განხილვას. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ თემატურ დისკუსიებში.

3-თვიანი კურსის ფარგლებში ერთობლივი სწავლება 20-მა პროკურორმა და 17-მა ადვოკატმა გაიარა. აღნიშნული მიმართულებით, იურიდიული სფეროს წარმომადგენლებისათვის ერთობლივი სასწავლო აქტივობების განხორციელება და მათი პროფესიული შესაძლებლობების გაზრდაზე მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა