დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართება

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 10:30 საათზე, სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „არავინ დატოვო... მიღმა“. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის საპატიო წევრი მაკა ჩიჩუა და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

„ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ბავშვის დაბადებიდან სკოლაში შესვლამდე, უწყებათაშორისი მარეგულირებელი დოკუმენტის ჩარჩოს პრეზენტაცია. დოკუმენტში აღწერილია მხარეების პასუხისმგებლობები, მხარდამჭერი მომსახურება, რეფერირების პროცედურები, ტრანზიცია და სხვა.

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სხვადასხვა აქტივობისა და ღონისძიების წახალისებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა“, - აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს