უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ფაზის ფარგლებში რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები განახლდა.

შეხვედრები აჭარის რეგიონში, კერძოდ ბათუმსა და ქობულეთში გაიმართება. დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩი მიხეილ უკლება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ.

21 მარტს 15.00 საათზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, შეხვდებიან. როგორც შეხვედრის ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში არად ბენკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი გოგა ტაბატაძე და დიპლომატიური ინსტიტუტის მკვლევარი ელჩი მიხეილ უკლება. მათივე ცნობით, მომხსენებლები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე, ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ხორცილდება. კამპანიის მესამე ფაზა 2018 წლის მარტიდან დაიწყო და გასულ წელს, კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონში, 160 შეხვედრა გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა