ზუგდიდში ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ორი ადამიანი

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც საავადმყოფოში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა, პირველადი დათვალიერებით, საშუალო სირთულის არის და მათ შესაბამისი კვლევები დაენიშნებათ.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი