თეა წულუკიანის სტრასბურგში ქართული მხარის მიერ მოგებულ საქმეზე - მაქვს მოლოდინი, რომ წაგებული მხარე დაზარალებულებს თანხას ჩაურიცხავს

ჩვენ ვართ მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე თანხას ჩარიცხავს იმ დაზარალებულებისათვის, რომლებიც მასიური დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ. ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის კითხვას, თუ რა ეტაპზეა სტრასბურგში ქართული მხარის მიერ მოგებული საქმის აღსრულება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

„მე ვარ მხარე, მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის, რომლებიც რეალურად იყვნენ რეალურად მასიური დარღვევების მსხვერპლნი. თუ ეს არ მოხდება ჩვენ უკვე გვაქვს კონტაქტი მინისტრთა კომიტეტთან, იქ საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის აქტიურობა იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პოლიტიკური რესურსის მობილიზება გავაკეთოთ და რუსეთს შევასრულებინოთ ამ ნაწილში ჩვენს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება”, - განაცხადა თეა წულუკიანი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა