ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს.

კობერიძემ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკინის მოსმენისას ნარკოპოლიტიკის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

“დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა ერთად უნდა გავაგრძელოთ. იმედი მაქვს, მსჯელობა უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში ოპერატიულად წარიმართება. თუკი დავინახავთ, რომ არის საკითხები, რასაც კიდევ დიდი ხნის შეჯერება დასჭირდება, მაშიმ მე დავაყენები საკითხს ერთჯერადი ამნისტიის განხილვასთან დაკავშირებით იმ მსჯავრდებულების მიმართ, რომლებიც პირადი მოხმარების მიზნით არიან დაკავებული, - განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს