დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სამედიცინო უნივერსიტეტი ორდღიანი კამპანიით ეხმიანება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლის 21 მარტიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო აღნიშნულ თარიღს უკვე მერვედ უერთდება და მოუწოდებს საზოგადოებას, შეიტანონ წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებასა და საზოგადოებრივ ინტეგრაციაში. წელს, კამპანიის მთავარ გზავნილს „არავინ დატოვო მიღმა“ წარმოადგენს. ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათი ცნობით, თსსუ და მისი სტუდენტური თვითმმართველობა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საინტერესო, ორდღიანი კამპანიით ეხმიანება, რომლის მიზანი ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება და საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ინტეგრაციის ხელშეწყობაა.

„21 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ფირცხალანი წაიკითხავს ლექციას - "დაუნის სინდრომის გენეტიკური საფუძვლები“.

22 მარტს, თსსუ–ის სასწავლო კორპუსების ეზოში, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების ჩართულობით, განხორციელდება საინტერესო გარეაქტივობები, იმ დღესვე „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულია ლექცია - „გიგო და დაუნის სინდრომის ასოციაცია“, - ნათქვამია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა