ბათუმში ძაღლების დახოცვას აპროტესტებენ

ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ძაღლების დახოცვის ფაქტს აპროტესტებენ. ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეებმა ძაღლები მიიყვანეს.აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სპეციალური სამსახურია შექმნილი, რომელიც ცხოველებს იჭერს და მათ ლიკვიდაციას ახორციელებს. აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს აანონსებენ და შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ, რომ თავშესაფარში მყოფ ცხოველებს კანონიერად მოექცნენ.

„მე პირადად ვნახე სოციალურ ქსელში ვიდეომასალა, სადაც დახოცილი ცხოველები ნაგავსაყრელზე სპეციალურ ბუნკერში იყო მოთავსებული. ჩვენ შევიკრიბეთ და ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და მოსახლეობას მოვუწოდებთ, რომ გვერდში დავუდგეთ ოთხფეხა მეგობრებს. მთავრობამ მკაცრ კონტროლზე უნდა აიყვანოს აღნიშნული ფაქტი“,- განაცხადა აქციის მონაწილე ზაურ მუხაშაურიამ

დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეომასალა გაავრცელა. მოქალაქის თქმით, გონიოში ნაგავსაყრელზე, ე.წ ბუნკერში დახოცილ ცხოველებს ათავსებენ. მოქალაქის განცხადებით, ფაქტი ყოველ ღამით ხდება. მომხდარს შპს "სევერში" გამოეხმაურნენ, აღნიშნული კომპანია ბათუმში მაწანწალა ცხოველთა მოვლა-პატრონობას ახორციელებს. უწყებაში ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ე.წ ბუნკერებში მკვდარი ცხოველების მოთავსება კანონიერად ხდება.

იხილეთ ვიდეო: რატომ მიიყვანეს ბათუმში აქციაზე ძაღლები?

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო