ბათუმში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული ოფისი გაიხსნა

ქალაქ ბათუმის მთავრობის სახლში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ რელიგიის სააგენტოს აჭარის რეგიონულ წარმომადგენლად აბესალომ ასლანიძე ოფიციალურად წარადგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს, წარდგენას ადგილობრივი ხელისუფლების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები, ქალაქ ბათუმის მერი - ლაშა კომახიძე, ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმი თემის, კათოლიკური და სომხური ეკლესიების სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს რეგიონული ოფისი ქვემო ქართლის შემდეგ დღეს ბათუმში გაიხსნა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მეტ კოორდინაციასა და ჩართულობას არსებული საკითხების მოგვარებისათვის. სააგენტოს წარმომადგენლობა ქვემო ქართლსა და აჭარის რეგიონში ოფიციალურად ფუნქციონირებს, ახლო მომავალში იგეგმება სამცხე-ჯავახეთის ოფისის გახსნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო