მამუკა ბახტაძე - სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით

არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს. „თიბისიმ“ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„ფეისბუქის“ ერთ-ერთ მომხმარებელს მამუკა ბახტაძესთან ჰქონდა კითხვა:მაშინ, როცა მთავრობა თავს იწონებს უსაფრთხო ბიზნესგარემოთი, რატომ მოხდა „თიბისი ბანკზე“ შეტევა და რატომ ჭიანურდება ანაკლიის პროექტის განხორციელება.

„არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს. „თიბისიმ“ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული. საქმე და გამოძიება მიმდინარეობს სულ სხვა ტრანზაქციაზე, სადაც ფიზიკური პირები შეიძლება მონაწილეობდნენ. ეს არის ძალიან იაფფასიანი მცდელობა ზოგიერთი მედიასაშუალებისგან, რომ მოხდეს დაკავშირება „თიბისის“ სახელთან ამ ყველაფრის. „თიბისი ბანკი“ არის ყველაზე ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში, მას ჰყავს ძლიერი ინსტიტუციური ინვესტორები და მას აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენს ეკონომიკაში. მის მდგრადობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

მე მინდა, კიდევ ერთხელ ყველას ვთხოვო, რომ ნუ ახდენთ ამ საქმეების ერთმანეთთან გადაჯაჭვას, ეს არ შეესაბამება რეალობას და ეს არის მცდელობა, რომ გადაიფაროს რაღაც კონკრეტული ტრანზაქცია, შესაბამისი არასწორი სახელის დარქმევით. როგორც ჩანს, მოქალაქეების ნაწილზე ამ საქმის ბანკის საქმეზე ხელოვნურად მიერთებამ რაღაცა გავლენა იქონია“, - აცხადებს მამუკა ბახტაძე

პრემიერმა ანაკლიის პორტის პროექტზეც ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით საქართველოს და რეგიონს სჭირდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქვეყანას აუცილებლად ექნება ის.

„სამწუხაროდ, გრძელდება არასწორი ინფორმაციის პროპაგანდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც. ანაკლიის პორტის იდეა დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის ნაწილი, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად. საქართველოს და რეგიონს სჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ ვიყავით ამ იდეის ინიციატორები და ჩვენ ამ დროის განმავლობაში გვერდით ვედექით კონსორციუმს, რომ პროექტი რაც შეიძლება მალე დაწყებულიყო. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამ პროექტისადმი,-განაცხადა მამუკა ბახტაძე

მამუკა ბახტაძის თქმით, საუბარი იმაზე, რომ მთავრობას არ სურს ანაკლიის პროექტის განხოციელება არის იაფფასიანი სპეკულაცია.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა