საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, „ყვითელი ჟილეტების“ აქციების დროს, უსაფრთხოებას სამხედროები დაიცავენ. ამის შესახებ „Associated Press“ იუწყება.

მაკრონის განცხადებით, სამხედროები სამთავრობო და სხვა ობიექტებს დაიცავენ, რათა პოლიციურ ძალებს საშუალება მისცენ, საზოგადოებრივი წესრიგის დამყარება შეძლონ.

დაახლოებით შვიდი ათასი ჯარისკაცი, ავტომატური იარაღით შეიარაღებული უკვე განთავსებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერაციის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „Sentinel“.

გასულ შაბათს, პარიზში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დარბეულია 80-მდე მაღაზია და ოფისი. პოლიციამ 220 ადამიანი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა