თეა წულუკიანის საპარლამენტო მოსმენა 21 მარტს გაგრძელდება

ხვალინდელი პლენარული სხდომა კვლავ „მინისტრის საათს“ დაეთმობა, სადაც დეპუტატების წინაშე ისევ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარდგება. აღნიშნული პროცედურა რეგლამენტით არის გაწერილი, ვინაიდან იუსტიციის მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში გათვალისწინებული გამოსვლა მინიჭებულ ვადაში ვერ დაასრულა.

თეა წულუკიანს დღეს დეპუტატები შვიდ საათზე მეტხანს უსმენდნენ. კანონმდებლების მთავარ ინტერესს წარმოადგენდა ჰააგის სასამართლოში მიმდინარე დავები რუსეთის ფედერაციასთან, იუსტიციის მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებები, რეფორმები რომელიც სამინისტრომ განახორციელა და რომლის განხორციელებას სამომავლოდ გეგმავს.

თეა წულუკიანს დღეს დეპუტატებმაც მიმართეს კითხვით, თუ რა იყო უთანხმოების მიზეზი მასსა და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, თუმცა წულუკიანმა კონკრეტულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან პარლამენტის ტრიბუნიდანაც თავი შეიკავა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს