ანა დოლიძე - ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს

ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით, მოსამართლეებთან დაკავშირებული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ვენეციის კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება.

ანა დოლიძის თქმით, მას კობახიძის არ სჯერა, რადგან მმართველმა გუნდმა ვენეციის კომისიის დასკვნა არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების თაობაზე არ გაითვალისწინა.

ირაკლი კობახიძის მოსატყუებელი კბილები ამოცლილი გვაქვს. ბოლო მომენტში თვალსა და ხელშუა დაარღვიეს პირობა ვენეციის კომისიასთან, რომელზეც ნათქვამი ჰქონდათ- რასაც ვენეციის კომისია იტყვის, რომ არ ვარგა, არ შევასრულებთო. ვენეციის კომისიამ თქვა, რომ გადადით პროპორციულ არჩევნებზეო და ამის მიუხედავად, ბოლო მომენტში, მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ დასჯილი ბავშვებივით და თქვეს, რომ ჩვენივე გუნდში არ გვქონდა შეთანხმებაო. ამ უპასუხისმგებლობის მერე როგორ შეიძლება ვენეციის კომისიაზე მათი მხრიდან აპელირება?!", -განაცხადა ანა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს