დონალდ ტუსკი „ბრექსიტის“ ხანმოკლე გადავადებისთვის დიდ ბრიტანეთს პირობას უყენებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, „ბრექსითის“ ხანმოკლე გადავადება შესაძლებელი იქნება ერთი პირობით, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტი კავშირიდან გასვლის შესახებ შეთანხმებას მომავალ კვირას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ტუსკმა ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

„დღეს მივიღე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის წერილი, რომლითაც ის ევროპულ საბჭოს ორი თხოვნით მიმართავს: დაამტკიცოს ე.წ. სტრასბურგის შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და ევროკომისიას შორის და გაახანგრძლივოს 50-ე მუხლის მოქმედება 2019 წლის 30 ივნისამდე. იმ კონსულტაციათა თანახმად, რომელიც მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში, მწამს, რომ მუხლის მოქმედების ხანმოკლე გაფართოება შესაძლებელი იქნება, მაგრამ ის დამოკიდებული იქნება თემთა პალატაში დადებით კენჭისყრაზე“ - განაცხადა ტუსკმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბრიუსელს ოფიციალურად მიმართა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადავადების თაობაზე. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ქვეყნის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღეს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს მივწერე და შევატყობინე, რომ დიდი ბრიტანეთი Brexit-ის თარიღის 30 ივნისამდე გადავადებას ითხოვს“, - განაცხადა ტერეზა მეიმ.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელსა და ლონდონს შორის მიღებული შეთანხმების თანახმად, ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა 29 მარტს უნდა მომხდარიყო. თუმცა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ორჯერ არ დაუჭირა მხარი აღნიშნულ შეთანხმებას. ბრიტანელი პარლამენტარები შეთანხმებაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს