სტამბოლში „ისლამური სახელმწიფოს“  წევრი დააკავეს

თურქეთის უშიშროების ძალებმა სტამბოლში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი დააკავეს, რომელიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „Haber Turk“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მასლათის რაიონში დაკავებული ტერორისტი თურქეთის მოქალაქეა.

ოთხი დღის წინ, თურქმა ძალოვანებმა მოიპოვეს „ისლამური სახელმწიფოს“ მოწოდება მომხრეებისადმი, რომლის მიხედვითაც მათ ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმისკენ მოუწოდებდნენ.