არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ საქართველოში ვიზიტის სურვილი გამოთქვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ ემილიო მონსომ ბუენოს აირესში გამართული შეხვედრის დროს საქართველოსა და არგენტინას შორის არსებულ წარმატებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა მადლობა გადაუხადა არგენტინას საქართველოს მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისტორიული ფესვები აქვს და აღნიშნა რომ საქართველოში დღესაც აფასებენ არგენტინის ისტორიულ მხარდაჭერას 1919 წელს, როდესაც ბუენოს-აირესმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს მისწრაფება თავისუფლებისკენ.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო თარიღის მნიშვნელობას და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში მიიწვია. ემილიო მონსომ დაადასტურა საქართველოში უახლოეს მომავალში ვიზიტის განხორციელების სურვილი.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ბოლო პერიოდში არგენტინასა და საქართველოს შორის როგორც პოლიტიკური, ასევე სექტორალური მიმართულებით არსებულ აქტიურ ურთიერთობებს. დადებითად შეფასდა თანამშრომლობის საპარლამენტო მიმართულება და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები (აღსანიშნავია, რომ არგენტინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი 2018 წლის 26 სექტემბერს დაფუძნდა).

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარების პრიორიტეტულობას და ამ მხრივ არგენტინის მნიშვნელოვან როლს. განსაკუთრებით აღინიშნა ის უდიდესი პოტენციალი, რაც არსებობს ორი ქვეყნას შორის სავაჭრო ურთიერთობების, ბიზნეს წრეების დაახლოების, ასევე ხალხთაშორისი და კულტურული კონტაქტების გაღრმავებისთვის, სწორედ კავშირების შემდგომ გაღრმავებას ემსახურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი არგენტინაში.

შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა არგენტინის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის შესახებ, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წარმატებები, და საქართველოს როლი რეგიონში. აღსანიშნავია, რომ დეპუტატთა პალატაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა არგენტინის პარლამენტში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბეატრის ავილა.

საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინას ლათინური ამრიკის ტურნეს ფარგლებში სტუმრობს და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს