უკრაინის შს მინისტრი - კიევში ჩამოსვლის თაობაზე მიხეილ სააკაშვილის გეგმები 1-ელი აპრილისთვის 300-დოლარიანი პიარია

უკრაინის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გეგმები უკრაინაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით 300 დოლარის ღირებულების პიარია.

მინისტრის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, ვინაიდან მას უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით.

„1-ელი აპრილისთვის 300 დოლარის ღირებულების პიარია. სააკაშვილი თვითმფრინავშიც კი ვერ ავა, მას უბრალოდ არ შეუშვებენ, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალული აქვს უკრაინის ტერიტორიაზე შემოსვლა“, - განაცხადა არსენ ავაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ უკრაინულ ტელეარხთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული ბილეთი წარადგინა და აღნიშნა, რომ 1-ელ აპრილს უკრაინაში ჩასვლას აპირებს.

„ელექტრონული ბილეთი მაქვს. ვარშავიდან კიევში მივფრინავ. ეს ბილეთი ავიღე, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ პოროშენკო მეორე ტურში ვერ გავა და არც ერთი მესაზღვრე არ შეასრულებს მის ბრძანებას, რომელიც უკრაინაში ჩასვლას მიკრძალავს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო