დავით გაბაიძე ქართული მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ქართული მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

„21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ყოველდღიურობის ამსახველი ობიექტური, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისა და ზოგადად, ქვეყნისათვის, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და, შესაბამისად, ძალზე რთულ, დაძაბულ შრომასთან ასოცირდება. ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი ერთგვარად მედიის თავისუფლებით განისაზღვრება და ამ მხრივ, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მოვლენები, რომლებიც მედიასაშუალებებით შუქდება, უდავო გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტზეც, ამდენად, ჟურნალისტიკას, როგორც პროფესიას, სხვა მრავალმხრივი დატვირთვაც აქვს.

აჭარა, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ამ მხრივაც გამორჩეულია - სამი დღის წინ, 98 წელი შეუსრულდა ჩვენი რეგიონის უხუცეს გაზეთს - „აჭარას“, რომელიც ჩვენი წარსულისა და დღევანდელობის მემატიანედ იქცა. ვფიქრობ, იშვიათია ჩვენს ქვეყანაში მედიასაშუალება, რომელიც საუკუნოვანი ისტორიითა და წარსულით დღესაც საზოგადოების სამსახურში დგას.

ვულოცავ ქართული მედიის წარმომადგენლებს დღესასწაულს და წარმატებებს ვუსურვებ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში“-ნათქვამია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა