ახალ ზელანდიაში გარკვეული ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ტარება აიკრძალება

ახალ ზელანდიაში საბრძოლო და ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა და ტარება აიკრძალება. ამის შესახებ ნათქვამია ახალი ზელანდიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„კრაისთჩარჩში მომხდარი საზარელი ტერორისტული აქტის შემდეგ მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება მიიღო, გადახედოს კანონს იარაღის ტარების თაობაზე. ჩვენ აკრძალვას ვაწესებთ ახალ ზელანდიაში სამხედრო ტიპის საბრძოლო და ნახევრად ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში მომხდარ სროლას 49 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს