ირაკლი სესიაშვილი - ანაკლიის პროექტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის და ამ პროექტის მიმართ ჩვენი ძალისხმევა იქნება ერთიანი

ანაკლიის პროექტი არის მართლაც სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, ეს არის ეროვნული პროექტი, ამიტომ ამ პროექტის მიმართ ჩვენი ძალისხმევა იქნება ერთიანი, - ამის შესახებ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, უსაფუძვლო კრიტიკას შეეშვან.

„საჭიროა, აქ იყოს საქმიანი მიდგომა. ეს ყველას ინტერესში შედის. ამ პროექტმა მომავალში, მათ შორის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, როგორც ეკონომიკური, ასე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრი მაია ცქიტიშვილი ამომწურავად მოგვცემს ინფორმაციას“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენაა დაგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს