ნათია მეზვრიშვილი - დანაშაულის ზრდის ტემპი შემცირებულია, ამიტომ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს

ზრდა გვაქვს ცალკეული მიმართულებებით, მათ შორის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. ძირითადად, ეს გახლავთ ქურდობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა გახშირებულ კრიმინალურ შენთხვევებთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც შს მინისტრის მოადგილე განმარტავს, კრიმინალურმა შემთხვევებმა საერთო ჯამში იკლო. მისივე განცხადებით, მატება მხოლოდ გარკვეულ დანაშაულებთან მიმართებაში შეიმჩნევა.

"ციფრებს თუ დავაკვირდებით და შინაარსში ღრმად თუ შევალთ, ასეთი მდგომარეობა არ გვაქვს. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნაში დანაშაული არ ხდება, არც იმას ვგულისხმობ, რომ ყველაფერი კარგად არის. დანაშაული ხდება, მათ შორის, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულიც ხდება. თუმცა, თუ სტატისტიკურ მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მიმართულებით, როგორიც არის ყაჩაღობა, შემცირებულია. მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში არ მომატებულა. მაგალითად, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, დაჭრის მძიმე შემთხვევები არ მომატებულა. ამ კატეგორიებში დანაშაულის კლება გვაქვს.

რაც შეეხება ზრდას, ზრდა გვაქვს ცალკეული მიმართულებებით, მათ შორის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში. ძირითადად, ეს გახლავთ ქურდობა. მათ შორის გახლავთ, წვრილმანი ქურდობები არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი, მატება გვაქვს ოჯახურ დანაშაულში. ციფრებში მატება გვაქვს თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევებზე, თუმცა ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე განმარტებით, კრიმინალის ზრდასთან დაკავშირებით, ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

გარკვეული დანაშაულების ზრდის მიზეზად მეზვრიშვილი მომართვიანობის გაზრდასა და აღრიცხვიანობის გაზრდას ასახელებს.

"2019 წლის პირველი ორი თვის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ზრდის ტემპი საკმაოდ შემცირებულია, ამიტომ საგანგაშო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს", - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს