გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს

ირაკლი კობახიძის წნეხი, საერთოდ ტრაგიკომედია და პაროდიაა. როგორ წარმოგიდგენიათ კობახიძის წნეხი, ვინ არის კობახიძე?! კობახიძე ხომ სინამდვილეში, პოლიტიკური არარაობაა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას ამყოფებს, თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანაგუნდელებს წნეხში და იგრძნობა თუ არა ეს წნეხი.

პოლიტოლოგმა მმართველ პარტიაში მაჟორიტარების როლზეც ისაუბრა, რომელთა შორის რამდენიმე 3-4 მოწვევის პარლამენტის დეპუტატია.

„კობახიძე არის უბრალოდ, ინსტრუმენტი რომლის მეშვეობითაც, ასე ვთქვათ, ძალადობრივი აქტები ტარდება. მოდი, გადავხედოთ ეს რატომ არის ეფექტური?! ეფექტური იმიტომაა, რომ „ქართულ ოცნებას“ რომ გადავხედოთ, ვინ არიან დღეს დარჩენილები?! ესენი არიან მაჟორიტარები, ანუ ადამიანები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში იმის მიხედვით გადადიან, ვინ არის ხელისუფლებაში. ისინი ბოლომდე იქნებიან ხელისუფლებასთან, იმიტომ, რომ მათი ამოცანა პოლიტიკა ხომ არ არის?! მათი ამოცანაა საკუთარი ბიზნესის „დაკრიშვა“ პარლამენტში ყოფნით და ღილაკზე ხელის დაჭერით. ბოლოს გაირკვა, რომ 3-4 მოწვევის მაჟორიტარები სხედან იქ და თურმე, ისიც ვერ გაურკვევიათ, რა ფერის ღილაკს უნდა დააჭირონ. ესენი არიან აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანები, რომლებიც ბოლომდე იქნებიან იქ. რა არის მეორე სეგმენტი? ესენი არიან უპერსპექტივოები, რომლებიც დიახ, წავიდოდნენ. კობახიძე ძალიან არ უყვართ, დარწმუნებული ვარ, პარლამენტის 80%-ს ეზიზღება კობახიძე და ერთი, ბიძინა ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ თავ-ყბა დაუნგრიოს. დარწმუნებული ვარ, რომ წავლენ, მაგრამ სად წავიდნენ?! მათ პოლიტიკური ფასი ამ ბაზარზე არ აქვთ, ეს ხალხი ვის რაში სჭირდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო