გიგა ბოკერია - ის, რომ „თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც სამართლიანად გვაკრიტიკებდა, დღეს ჩვენთანაა, ნიშნავს იმას, რომ წარსულის შეცდომებს ვაანალიზებთ

უხერხულობას ის ჩავარდნები ქმნის, რაც ხელისუფლებაში ყოფნისას გვქონდა, მაგალითად, გირგვლიანის საქმე და არა ის, რომ ადამიანი, ვინც გვაკრიტიკებდა, ახლა ჩვენთან დგას, - ამის შესახებ გიგა ბოკერიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც "ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" ბლოკი შეიქმნა და მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს.

"ყველა პროდასავლურ ძალასთან გვაქვს კოორდინაცია. პოლიტიკურ უხერხულობას ქმნის ჩვენი ჩავარდნები იმ პერიოდიდან, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით და არა ის, რომ ადამიანი, ვინც სამართლიანად გვაკრიტიკებდა, დღეს ჩვენთანაა. პირიქით, ესაა დასტური იმისა, როგორია ჩვენი გულწფელი ხედვა და გაანალიზება წარსულის შეცდომების. მაგალითად, ისეთი ჩავარდნა, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე, ეს შემთხვევა ყველაზე მძიმე ჩავარდნა იყო. მაგრამ ეს არის გაკვეთილი, რომელიც ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული. გვჭირდება ეფექტური და ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რათა არასდროს მსგავს შემთხვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს",- აღნიშნა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო