გიორგი ქობულია - ვვარაუდობთ, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაში დავასრულებთ

ვვარაუდობთ, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაში დავასრულებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განუცხადა, რითაც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ინვესტორებთან ფინანსულ დახურვას შორის ის 8 პუნქტი დგას, რომელზეც ამჟამად ინვესტორებსა და მთავრობას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე: 8 პუნქტს შორის არის თუ არა რომელიმე მთავრობისთვის პრინციპულად მიუღებელი, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პუნქტებს შორის ყველაზე მძიმე ინვესტორების მხრიდან ტვირთბრუნვის გარანტიის მოთხოვნაა.

"ამ პუნქტებს შორის ყველაზე მძიმე პუნქტი არის ტვირთების გარანტია, რომელსაც ითხოვენ კრედიტორები და არა „ანაკლიის კონსორციუმი“. მოგეხსენებათ, კრედიტორები არიან 4 საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია, რომელმაც 400 მლნ დოლარის სესხი უნდა გასცეს ამ პროექტისთვის და ამასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები და დისკუსიები," - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა