უკრაინამ „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ „არჩევნებზე“ ე.წ. დამკვირვებლებად ჩასულ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ იმ წარმომადგენლებს დაუწესა სანქციები, რომლებიც „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში“ გამართულ „არჩევნებზე“ ე.წ. დამკვირვებლებად იყვნენ ჩასული.

კერძოდ, სასანქციო სიაში მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო-ს თავმჯდომარე თამაზ გოგია, დე ფაქტო დეპუტატი ალმასხან არძინბა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ოლეგ არშბა. ასევე სიაში არიან ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ კოზაევი, დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსლან თედეევი, დე ფაქტო დეპუტატები ბახვა თედეევი და იგორ ჩოჩიევი, დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე დავით გაზაათი.

სანქციები ითვალისწინებენ აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აღკვეთას, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას. სანქციების ვადა 3 წელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა