ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს - ღმერთმა დაგიფაროთ, „პატრიოტთა ალიანსი“ ისე გაგიჟდეს, რომ „ნაცმოძრაობას“ შეუერთდეს, მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე უბადრუკებო

ბატონო კობახიძევ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, თქვენ გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?!- ასე მიმართა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ადა მარშანია ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მარშანია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს - რომან გოცირიძეს და ნიკა მელიას თვალს უპაჭუნებდა.

„არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და პირველად ჩემს ცხოვრებაში, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო ჩემი გამოსვლა. უბრალოდ, რაც თავში მომივა იმას ვიტყვი ისე ვარ გადავსებული ემოციებით. ბატონო კობახიძევ, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ბრძანდებით, თქვენ გულის სიღრმეში მაინც მართლა გგონიათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიმსახურეთ და გეკუთვნით?! აი, გულის სიღრმეში მაინც, თქვენს სინდისთან, რომ მარტო დარჩებით ეს თქვენ, თქვენს თავზე მართლა გგონიათ?! თქვენ, რა გაბედეთ გუშინ და რა მითხარით?! ამ პარლამენტში მართლაც ცუდი სმენადობაა და გუშინდელი დღიდან ვუსმენ ამ ჩვენს უბადრუკ და სამარცხვინო სხდომებს ყურსასმენით. რაღაც თვალის ჩაპაჭუნებაზე ბრძანეთ, მე ყურადღებაც არ მიმიქცევია, მართლაც არ უნდა მიმექცია, მაგრამ ამ ხმაურში თურმე რა გითქვამთ?! ღმერთმა დაგიფაროთ თქვენ, „ქართული ოცნება“ ე.წ. პოლიტიკური ორგანიზაცია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გაგიჟდეს, შეუერთდეს „ნაციონალურ მოძრაობას“. მერე თქვენ რა გეშველებათ, თქვე საცოდავებო, თქვე უბადრუკებო, მართლა რა გეშველებათ?! - განაცხადა ადა მარშანიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა