მალხაზ მაჩალიკაშვილი - თეა წულუკიანი არის არარაობა, უსინდისო და უღირსი ადამიანი - მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ

თეა წულუკიანი არარაობაა, სხვა არაფერი და მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.

მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, რომ სახელმწიფოს მისი შვილი არ მოუკლავს.

"თეა წულუკიანს ასე ვუპასუხებდი: ის არის არარაობა, სხვა არაფერი. თეა წულუკიანმა ის იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული? მან ის იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი? თეა წულუკიანმა ის იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე ბავშვი მომიკლეს? წულუკიანმა ის იცის, სანამ ის „ლიმონკა“ თელავიდან არ ამომიტანეს და ჩემს ხელში არ ჩადეს, მანამდე სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლანი სისხლის ზღვაში აცურავეს? თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი - ამას ვიძახი ხმამაღლა. მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ, ის აზიანებს ამ ქვეყნის მშვენიერებას", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ხვდება სხვადასხა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთაც აცნობს შვილის საქმის მასალებს. შეხვედრებს პერმანენტული სახე ექნება.

იხილეთ ვიდეო:

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის