ზაქარია ქუცნაშვილი ოპოზიციას - 9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული - თქვენ მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ

თუ თქვენ მოიყვანთ ერთ კანონსაც კი, რომელიც უკეთესი იყო ხალხისთვის და ჩვენ გავაფუჭეთ, მე ბოდიშს მოვიხდი და მხარს დაგიჭერთ, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ოპოზციის წევრებს, რომლებმაც იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის საქმიანობა გააკრიტიკეს.

როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას მხოლოდ წყევლა-კრულვა ეხერხება.

„9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული. დამისახელეთ სფეროებში - შრომითი ურთიერთობის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სფეროში. მოიყვანეთ ეს 9 კანონი, თქვენ რა გააკეთეთ ხალხისთვის და მერე ვილაპარაკოთ, რომ ეს ხალხი ცუდები არიან და მე დაგიჭერთ მხარს. მაგალითები არ გაქვთ, მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ. ამ გარემოში, სადაც არგუმენტები დავიწყებულია და წყევლა-კრულვაა წინ წამოსული, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი, მაგრამ ჩვენ ხალხი გვიყურებს და იმედი მაქვს, კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უკვე მეორე დღეა უსმენენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო