გიორგი ქობულია საბანკო რეგულაციებზე - ჩვენ ამ მიმართულებას აბსოლუტურად მტკიცედ მივყვებით და არ ვაპირებთ აქედან გადახრას

ჩვენ ამ მიმართულებას აბსოლიტურად მტკიცედ მივყვებით და არ ვაპირებთ აქედან გადახრას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მინისტრის თამით, საბანკო რეგულაციები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ღარიბი ნაწილის გაუაზრებელი საკრედიტო ვალდებულებებისგან დაცვას ემსახურება და "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების" შესაძლო შედეგები მთავრობას თავიდანვე გააზრებული ჰქონდა.

"ჩვენი რეგულაციები არის იმისთვის, რომ დავიცვათ მოსახლეობა, განსაკუთრებით კი მოსახლეობის ღარიბი და დაბალშემოსავლიანი წრეები იმისგან, რომ არ მოხვდნენ შავ სიაში, არ მოხდეს ამ მოსახლეობის მიერ გაუაზრებელი კრედიტის აღება. ეს რეგულაციები იყო შემოღებული ამბსოლუტურად გააზრებულად. განსაზღვრული გვქონდა, რომ გარკვეული ნეგატიური გავლენა რეგულაციებს ექნებოდა ისეთ საქონელზე, როგორიცაა სამომხმარებლო საქონელი. ადრე ადამიანს პრაქტიკულად, ყველა საბუთისა და გააზრებულობის გარეშე შეეძლო აეღო კრედიტი და ეყიდა სამომხმარებლო ტექნიკა. დღესდღეობით რა თქმა უნდა, ამის საშუალება ნაკლები იქნება. ამით ჩვენ ვთვლით, რომ ვიცავთ ზუსტად მოსახლეობის იმ შრეებს, რომლებიც არააა შეძლებული და რომელთაც შეიძლება შემდგომში დიდი პრობლემები შეექმნათ იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მომენტში მოინდომეს ტექნიკის ყიდვა," - განაცხადა ქობულიამ.

როგორც ცნობილია, პრემიერმა გუშინ, სოციალური ქსელის მეშვეობით მოსახლეობის კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომ თუ საბანკო რეგულაციების ანალიზი ციფრების დაკორექტირების საჭიროებას აჩვენებს, პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა