გიგა ბოკერია - ქალბატონი თეა ივანიშვილის გუნდის გულის გულია - დღემდე პოლიტიკური ოპონენტების მიმართ საზრდოობენ სიძულვილით

მე მგონი, მე ვლიდერობ, მაგრამ ოთო სწრაფად მეწევა და ამაზე ვღელავ, - ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს კითხვაზე, ვინ უფრო უყვარს თეა წულუკიანს - ის თუ დეპუტატი ოთარ კახიძე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანს ბიძინა ივანიშვილის გუნდის „გულის გული“ უწოდა.

„ჩვენი საზოგადოების პრობლემა, გარდა იმ პოლიტიკური სიძულვისა და კლოუნადის რომელზეც კომენტარი ალბათ რთულია სერიოზულად გააკეთო, არის ის, რომ ქალბატონი თეა არის განსახიერება, ივანიშვილის გუნდის გულის გულია. დღემდე, მეშვიდე წელს პოლიტიკური ოპონენტების მიმართ საზრდოობენ სიძულვილით. რომ აირჩიეს მაშინაც არაადეკვატური იყო მისი სიძულვილი და 7 წლის მერეც რომ მხოლოდ ეს გაძლევს ენთუზიაზმს და დარბაზში "ოცნების" დეპუტატებს თვალები ამაზე ენთებათ და სხვა არაფერი "გასახარი" არ აქვთ, ეს არის მძიმე სურათი. არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც საზრდოობს მხოლოდ სიძულვილით ოპოზიციის მიმართ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს