მამუკა ხაზარაძე "თიბისი ბანკზე" კიბერშეტევაზე - აღმოვაჩინეთ IP მისამართები, ქუჩის, ოფისის მისამართები და ეს ინფორმაცია გადავეცით შსს-ს

ზაფხულში მოხდა ჩვენს ბანკზე კიბერშეტევა. 400-ზე მეტი უნიჭიერესი ახალგაზრდა მუშაობს ამ მიმართულებით ჩვენს საინფორმაციო, უსაფრთხოების სამსახურებში და მათ აღმოაჩინეს - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, მათ მაშინვე აცნობეს ამ ფაქტის შესახებ შესაბამის უწყებებს და ამ დრომდე გამოძიება მიმდინარეობს.

"აღმოვაჩინეთ არა მარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო სერიოზული შეტევა, ასევე აღმოვაჩინეთ IP მისამართები, ქუჩის, ოფისის მისამართები და ეს ინფორმაცია მაშინვე გადავეცით შსს-ს. მეტ დეტალს ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს," - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს