მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის პორტის თემაზე ბევრი უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია და უშუალოდ პორტის მშენებლობის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საკითხზე, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ბოლო დროს მედიაშიც, საზოგადოებაშიც, პარლამენტშიც ანაკლიის პროექტი იქცა ერთ-ერთ მთავარ თემად. ერთი თვის წინ, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვდიოდი ამავე ტრიბუნასთან და მაშინ სულ რამდენიმე შეკითხვა დაისვა ამ საკითხზე, თუმცა მას შემდეგ ანაკლიის პორტის თემაზე ძალიან ბევრი ვერსია, სრულიად უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია და პირველ რიგში, უშუალოდ ანაკლიის პორტის მშენებლობის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ეს თემა უკავშირდება კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას და თითქოს ანაკლიის პორტის აშენებით საქართველოს მთავრობა არ არის დაინტერესებული.

„აქედან გამომდინარე, მე ვისარგებლე ჩემი უფლებით, მიმემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის თაობაზე. მადლობელი ვარ, რომ თქვენ ეს თხოვნა გაითვალისწინეთ. ვეცდები ყველა თქვენს შეკითხვას გავცე პასუხი და ერთად ამოვწუროთ ეს საკითხი“, - მიმართა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს