თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს-გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა

თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა ბიზნეს გეგმების მომზადების კომპონენტი აამოქმედა. ამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აქსელერატორის სპარკის ბენეფიციარებს, დღეს, თბილისის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ანდრია ბასილაიამ და საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო აუდიტორული კომპანია „ბიდიო საქართველოს“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

თბილისის მერიის ცნობით, თბილისის ბიზნეს აქსელერატორმა „ბიდიო საქართველოსთან“ გასულ თვეში გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ ყოველთვიურად შეარჩიოს 4-5 სიცოცხლისუნარიანი ბიზნეს იდეა და თითოეულისთვის ბიზნეს გეგმა დაწეროს.

თბილისის ბიზნეს აქსელერატორის სპარკი მიმდინარე წლის 30 იანვარს ამოქმედდა და უკვე 300-მდე ბიზნეს იდეის, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესის მქონე პირს აერთიანებს. პროექტის მიზანია უფასო საერთო სამუშაო სივრცის, ექსპერტ-მენტორების დახმარებით დასაქმების ხელშეწყობა, დამწყები ბიზნესებისთვის შესაძლებლობების გაზრდა და ინოვაციური ბიზნეს იდეების განხორციელება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა