ლევან იზორია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან შეხვედრა გამართა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ პედრო სერანოს ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო და ევროკავშირთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებსა და პარტნიორობასთან დაკავშირებულ ახალ ინიციატივებზე იმსჯელეს. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის ახალი მიმართულებებით განვითარების შესაძლებლობა და სამომავლო პერსპექტივები. საუბრის ერთ-ერთი თემა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში საქართველოს კონტრიბუცია იყო. პედრო სერანოს განცხადებით, ევროკავშირი აფასებს საქართველოს წვლილს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ერთიანი უსაფრთხოების, თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისების მართვის საკითხებში პედრო სერანო საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გუშინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მას თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ უმასპინძლა, სადაც ლევან იზორიამ და პედრო სერანომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. მოგვიანებით სტუმარმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის თემაზე - „ევროკავშირი: საქმიანობა მსოფლიოს მშვიდობისთვის“ ლექცია წაიკითხა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს