მაია ცქიტიშვილი - ბანკების მოთხოვნაა, ანაკლიის კონსორციუმში სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები მინიმუმამდე შემცირდეს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტში, ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოსვლისას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებზე ისაუბრა, რომელიც 8 ძირითად ცვლილებას მოიცავს.

„მე-5 პუნქტია ოქროს წილთან დაკავშირებული მოთხოვნა. პროექტის განმახორციელებელ კონსორციუმში სახელმწიფოს აქვს მხოლოდ ერთი აქცია. არსებული ხელშეკრულებით, ამ ოქროს აქციით სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს რიგ არსებით საკითხებზე თანხმობა. ბანკების წინადადებაა, რომ ამ ოქროს აქციის და შესაბამისად, სახელმწიფოს ზემოქმედების მექანიზმი და უფლებები შემცირდეს მნიშვნელოვნად, მინორიტარული ინტერესის უფლებამდე,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, შემდეგი პუნქტები ეხება იმ მოვლენებს, რომელიც განაპირობებს ვადების გაგრძელებას, კომპენსაციას ან პოლიტიკურ ფორსმაჟორს და ყველა შემთხვევაში, ცვლილებები, არსებულ რედაქციასთან შედარებით, სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა