ილია ელოშვილმა მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი აბანოთუბანში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, ნოვრუზ ბაირამი განახლების, იმედის დღესასწაულია და ამ სიხარულს საქართველოს თითოეული მოქალაქე მუსლიმ ძმებთან ერთად იზიარებს.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ჩვენი მხრიდან ამ დღესასწაულს მუდმივად ექნება მხარდაჭერა, რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი ესაა ის, რომ ნოვრუზ ბაირამი არის განახლების, ახალი საწყისის, იმედების და ყველაფერი საუკეთესოს დღესასწაული, ის, რაც არ არის მხოლოდ აზერბაიჯანელი ხალხის, ესაა ზოგადსაკაცობრიო დღესასწაული. თითოეული ჩვენგანი, ჩვენს აზერბაიჯანელ და მუსლიმ ძმებთან ერთად, მთელი გულით ვიზიარებთ ამ თქვენს სიხარულს და ის ცეცხლი, რომელიც თქვენში ანთია, ჩვენც გადმოგვეცემა; მეორე, რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს კულტურა წარმოუდგენელია აზერბაიჯანული კულტურის გარეშე და ეს განსაკუთრებით ეხება თბილისს, რადგან მრავალი საუკუნის განმავლობაში ქართველები და აზერბაიჯანელები, სხვა ხალხებთან ერთად, იცავდნენ, აშენებდნენ, ავითარებდნენ ამ ქალაქს. ვაპირებთ, რომ ეს დიდი ტრადიცია, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან გადმოგვეცა, ასევე გავაგრძელოთ; და მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს მხარდაჭერა აზერბაიჯანისგან, მუდამ ვგრძნობთ მათ გვერდით დგომას, განსაკუთრებით გაჭირვების პერიოდში. ეს არის უდიდესი მეგობრობა და საწინადარი იმისა, რომ ორივე ქვეყანა ვითარდება ძალიან სწრაფად და მყარად. ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ნოვრუზ ბაირამს ვზეიმობთ ჰეიდარ ალიევის, ამ დიდი მოღვაწის სკვერში. ამ ადამიანს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ძალიან ბევრ სიკეთეში, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.

ღონისძიებას თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ბექა ოდიშარია დაესწრნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა